Tonino Lamborghini Tower Batumi ვარშავაში
საქართველოს მზარდი საინვესტიციო პოტენციალის წარდგენა საერთაშორისო ინვესტორებისთვის, ბროკერებისა და პარტნიორებისთვის პოლონეთში.

FK Development-მა მონაწილეობა მიიღო პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაში United Property Expo, სადაც საერთაშორისო ინვესტორებს, უძრავი ქონების ბროკერებს, პარტნიორებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს Tonino Lamborghini Tower Batumi და Batumi Island წარუდგინა.
გამოფენის ფარგლებში FK Development-ის გუნდმა სტუმრებს გააცნო ბათუმის ხელოვნური კუნძული, შავი ზღვის სანაპიროზე დაგეგმილი 84 ჰექტარის ფართობის მქონე მასშტაბური პროექტი, რომელიც ბათუმის ახალ პრემიუმ მიმართულებად ყალიბდება. ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ Tonino Lamborghini Tower Batumi-ს ,ბრენდირებული რეზიდენციების პროექტს, რომელიც გამორჩეულ არქიტექტურას, პრემიუმ ცხოვრების სტილსა და უძრავ ქონებაში ინვესტირების შესაძლებლობებს აერთიანებს.
პრეზენტაციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში უძრავი ქონების საინვესტიციო პოტენციალს. ბათუმის სტრატეგიული მდებარეობა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორის, ტურიზმისა და პრემიუმ უძრავი ქონების სექტორის განვითარება და მზარდი საერთაშორისო ინტერესი ქალაქს სულ უფრო მიმზიდველ საინვესტიციო მიმართულებად აქცევს.
პრეზენტაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო ბრენდირებული რეზიდენციების კონცეფცია და მათი მზარდი როლი პრემიუმ უძრავი ქონების საერთაშორისო ბაზარზე. Tonino Lamborghini Tower Batumi Batumi Island-ზე საერთაშორისოდ აღიარებული lifestyle ბრენდის ფილოსოფიას ქმნის და ბათუმის მზარდ პრემიუმ უძრავი ქონების ბაზარზე გამორჩეულ შეთავაზებას წარმოადგენს.
ვარშავაში გამართული გამოფენა ასევე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო პოლონეთიდან და სხვა საერთაშორისო ბაზრებიდან ინვესტორებთან, ბროკერებსა და პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრისთვის. FK Development-ის გუნდმა სტუმრებს გააცნო ბათუმში ინვესტირების შესაძლებლობები, ბათუმის ხელოვნური კუნძლის მასშტაბური კონცეფცია და პროექტის სამომავლო განვითარების ხედვა.
ბათუმის უძრავი ქონების, ბრენდირებული რეზიდენციებისა და საქართველოში ინვესტირების მიმართ საერთაშორისო ინტერესის ზრდასთან ერთად, FK Development აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებას და Tonino Lamborghini Tower Batumi-ს წარდგენას მნიშვნელოვან საერთაშორისო ბაზრებზე.
