ეს არის პრემიუმ კლასის საკოლექციო უძრავი ქონება -სივრცე მათთვის, ვინც ეძებს მაღალი კლასის ცხოვრების სტილს. თითოეული აპარტამენტიდან იშლება შთამბეჭდავი პანორამული ხედები ზღვაზე, ქალაქსა და მთებზე, რაც ქმნის გამორჩეულ საცხოვრებელ გამოცდილებას შავი ზღვის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებად მისამართზე. კომპლექსი მოიცავს მსოფლიო დონის
ინფრასტრუქტურას, რომელიც შექმნილია გამორჩეული ცხოვრების სტილისთვის — მათ შორის ღია აუზები, ჰელიპადი, სავაჭრო მოლი და სხვა ექსკლუზიური სივრცეები, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრება ახალ დონეზე აყავს. ცხოვრების სტილის, ლოკაციისა და ბრენდის ღირებულების ეს უნიკალური კომბინაცია უზრუნველყოფს თქვენი ინვესტიციის გრძელვადიან სტაბილურობასა და წარმატებას.



TONINO LAMBORGHINI TOWER


- იტალიური ბრენდი - Tonino Lamborghini
- 30 მეტრი სანაპიროდან
- ბრენდირებული ინტერიერი და ავეჯი
- კერძო პლიაჟი
- 3 ღია და 1 შიდა აუზი
- 15,000 მ² ფართობის სავაჭრო ცენტრი
- იახტ-კლუბი და პანორამული ტერასა
- ზღვის, ქალაქისა და მთის ხედები
- სპა, საუნა და ფიტნეს ცენტრი
- ოფისები და საკონფერენციო სივრცეები
- საერთაშორისო კაზინო
- მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომი
- რესტორანი და ბარი სახურავზე
- მაღალი დონის რესტორნები
- „ჭკვიანი სახლის“ სისტემა
- 24/7 კონსიერჟის მომსახურება
გალერეა
ქვიშიანი სანაპირო
1 000მ+ სიგრძის
იახტ-კლუბი
პრემიუმ ნავმისადგომები
აკვა პარკი
მრავალფეროვანი წყლის ატრაქციონები
საკონცერტო დარბაზი
მასშტაბური ღონისძიებების სივრცე
სპორტული მოედნები
ჩოგბურთისა და კალათბურთის თანამედროვე მოედნები
საერთაშორისო უნივერსიტეტი
ინოვაციური საგანმანათლებლო სივრცე
რეკრეაციული ზონები
411 600 მ²
და მეტი
იხილეთ სრული რუკა

იტალიური სტილის ნამდვილი არსი
ხარისხის, დიზაინისა და სამეწარმეო ინოვაციების შერწყმით, 40 წელზე მეტია, Tonino Lamborghini-ის ბრენდი ერთგულია ამბიციური მისიის, რომ გაავრცელოს იტალიური ცხოვრების არსი მთელ მსოფლიოში — ტრადიცია, რომლის ფესვებიც ოჯახის ისტორიაშია და რომელიც მუდმივად ვითარდება, რათა Tonino Lamborghini იქცეს ელეგანტურობის, განსხვავებულობისა და პრესტიჟის გლობალურ სიმბოლოდ.
ფუფუნება არ არის კონცეფცია, რომელიც მხოლოდ მატერიალურ სიმდიდრეს ეხება, არამედ ეს არის გონების მდგომარეობა, სულის დამახასიათებელი ნიშანი: ყოველდღიური ცხოვრების ხელახლა განსაზღვრის გამბედაობა, რათა ის არაჩვეულებრივ გამოცდილებად იქცეს — ცხოვრების ყველაზე ავთენტური სიამოვნებების მიღება იტალიური ოსტატობისა და დიზაინის ბრწყინვალებით.
გაიგეთ მეტიFK Development
22-წლიანი გამოცდილებით სამშენებლო და დეველოპმენტის სფეროში, FK Development დამსახურებულად მიიჩნევა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე სანდო, ინოვაციურ და წარმატებულ კომპანიად. პროფესიონალიზმის, ტექნიკური ექსპერტიზისა და დეტალებზე ზრუნვის წყალობით, კომპანიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თანამედროვე ურბანული გარემოს ფორმირებაში.
წლების განმავლობაში FK Development-მა წარმატებით განახორციელა არაერთი მასშტაბური პროექტი ქვეყნის მასშტაბით — სახელმწიფო ობიექტებიდან დაწყებული პრემიუმ კლასის სასტუმრო ინფრასტრუქტურით და გამორჩეული საზოგადოებრივი სივრცეებით დამთავრებული.
გარდა ამისა, კომპანია აქტიურად აფართოევბს საერთაშორისო საქმიანობას და ქვეყნის საზღვრებს გარეთ ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომლებიც პასუხობს უმაღლეს ხარისხის, უსაფრთხოების და მდგრადი განვითარების სტანდარტებს.
გაიგეთ მეტიხშირად დასმული კითხვები
ხელოვნური კუნძულის მშენებლობა გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს, ამ ეტაპზე პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოები სრულად დასრულებულია — უკვე სრულად შევსებულია ორი ნახევარკუნძული, შესაბამისად 44 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ოფიციალურად არის დარეგისტრირებული და მზად არის მასშტაბური განვითარების შემდეგი ეტაპისთვის.
Tonino Lamborghini Tower Batumi-ის სამშენებლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ამ ეტაპზე ხორციელდება ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები. პროექტის სრული განვითარება დასრულდება 2030 წელს.
Cushman & Wakefield-ის მიერ FK Development-ის დაკვეთით ჩატარებული დამოუკიდებელი ბაზრის ანალიზის მიხედვით, პროექტი უზრუნველყოფს მაღალ და სტაბილურ ამონაგებს, რაც განპირობებულია ბათუმის მზარდი ტურისტული პოტენციალითა და პრესტიჟული, ზღვისპირა ლოკაციით.
მოსალოდნელი ინვესტიციის უკუგების მაჩვენებელი (ROI) სხვადასხვა ტიპის აპარტამენტებისთვის:
სტუდიო ტიპის აპარტამენტები — ROI 16%
ერთსაძინებლიანი აპარტამენტები — ROI 12,9%
ორსაძინებლიანი აპარტამენტები — ROI 12.8%
შემოსავლის განაწილების მოდელის ფარგლებში, მესაკუთრეები იღებენ შემოსავალს არა მხოლოდ საკუთარი აპარტამენტიდან, არამედ კომპლექსის საერთო ოპერაციული შემოსავლიდანაც, რაც უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის უძრავ ქონებას შორის ამონაგების დაბალანსებას და გრძელვადიან სტაბილურ ფინანსურ შედეგს.
პროექტი აერთიანებს მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურას, ბრენდს, პრემიუმ სასტუმრო კონცეფციას და ზღვის პირველ ზოლზე განთავსებული ბრენდირებული აპარტამენტების შეზღუდულ რაოდენობას, რაც მას აქცევს საკოლექციო უძრავ ქონებად. მაღალი გაქირავების პოტენციალი და კაპიტალის ზრდის ძლიერი პერსპექტივა კი ბათუმის ხელოვნურ კუნძულს შავი ზღვის რეგიონში სტრატეგიულ საინვესტიციო შესაძლებლობად წარმოაჩენს.
საქართველო იქცა ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მიმართულებად უძრავი ქონების საინვესტიციო ბაზარზე, რაც უცხოელ ინვესტორებს სთავაზობს უნიკალურ უპირატესობებს:
ქონების გადასახადის არარსებობა ფიზიკური პირებისთვის.
მხოლოდ 5%-იანი ფიქსირებული გადასახადი ქირიდან მიღებულ შემოსავალზე.
კაპიტალური მოგების გადასახადის არარსებობა, თუ ქონება გაიყიდება 2 წლის შემდეგ.
ეფექტური და გამჭვირვალე ქონების რეგისტრაციის სისტემა, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება.
ამასთან ერთად, ქვეყნის დინამიურად მზარდი ტურიზმის სექტორი და ისეთი სტრატეგიული პროექტები, როგორიცაა ხელოვნური კუნძული საქართველოში უძრავი ქონების ფლობას აქცევს მაღალმომგებიან და დაცულ საინვესტიციო შესაძლებლობად, ინვესტორებს კი აძლევს შანსს, გახდნენ შავი ზღვის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ბაზრის ნაწილი.
ჩვენ გთავაზობთ მოქნილ გადახდის პირობებს, რაც ინვესტირების პროცესს უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის. თვენ შეგიძლიათ აირჩიოთ:
20%-იანი პირველი შენატანი და 4 წლამდე განვადება.
30%-იანი პირველი შენატანი და 5 წლამდე განვადება.
ჩვენი გუნდი ინდივიდუალურად მუშაობს თითოეულ ინვესტორთან, რათა შეიქმნას მორგებული გადახდის გრაფიკი, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება მათ ფინანსურ შესაძლებლობებსა და საინვესტიციო სტრატეგიას.
Batumi Island არის პირველი ხელოვნური კუნძული საქართველოში და მთელ შავი ზღვის რეგიონში, ის წარმოადგენს უნიკალურ პროექტს, რომელიც აერთიანებს არქიტექტურულ ინოვაციას, თანამედროვე ცხოვრების სტილს და მაღალ საინვესტიციო პოტენციალს.
პროექტის ძირითადი უპირატესობები:
სტრატეგიული მდებარეობა - ხელოვნური კუნძული შენდება ბათუმში, საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდ ქალაქში, რომელიც 2025 წელს დასახელდა მსოფლიოს წამყვან მრავალსეზონურ ტურისტულ მიმართულებად. ეს უნიკალური სანაპირო ლოკაცია პროექტს ანიჭებს განსაკუთრებულ საინვესტიციო ღირებულებასა და გლობალურ ცნობადობას.
მაღალი საინვესტიციო პოტენციალი - Cushman & Wakefield–ის ანალიზის მიხედვით, ჩვენს პროექტში მოსალოდნელი ინვესტიციის უკუგება (ROI) 14.6%-ია, რაც პროექტს საინვესტიციო თვალსაზრისით განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.
84 ჰექტარი ახალი შესაძლებლობებისთვის - კუნძულის ტერიტორია მოიცავს 84 ჰექტარ თანამედროვე, განვითარებულ სივრცეს, რომელიც გააზრებულადაა დაპროექტებული საცხოვრებელი ზონების, სასტუმროების, კომერციული და რეკრეაციული სივრცეების, გამწვანებული ტერიტორიებისა და იახტ კლუბის განთავსებისთვის. აქ თავმოყრილია ყველაფერი, რაც სრულყოფილი ცხოვრების სტილისთვისაა საჭირო
Batumi Island აერთიანებს ფუფუნებით სავსე სანაპირო ცხოვრებას, მაღალ საინვესტიციო შემოსავლებს და ინფრასტრუქტურას მსოფლიო სტანდარტებით. ეს არის პროექტი, რომელიც ახალ სტანდარტს ადგენს სანაპირო უძრავი ქონების ბაზარზე — საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
Tonino Lamborghini — ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იტალიური პრემიუმ ბრენდი, რომელიც დაარსდა ლამბორგინის ოჯახის მემკვიდრის, ტონინო ლამბორგინის მიერ.
ბრენდი ასახავს იტალიური დიზაინის ელეგანტურობას, ოსტატობასა და ინოვაციურ ხედვას და სცდება ავტომობილების სამყაროს საზღვრებს — მოიცავს მოდას, ჰოსპიტალობის მიმართულებას, უძრავ ქონებასა და ცხოვრების სტილის პრემიუმ პროდუქტებს.
დღეს Tonino Lamborghini აღიარებულია მთელ მსოფლიოში როგორც თანამედროვე იტალიური ცხოვრების სტილის სიმბოლო, რომელიც აერთიანებს დახვეწილ ესთეტიკას, გამბედავ დიზაინსა და უმაღლეს ხარისხს.
Tonino Lamborghini არის FK Development-ის ოფიციალური პარტნიორი, რომელიც საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს მატებს იტალიური დიზაინის ხელწერას, პრემიუმ ცხოვრების სტილის ფილოსოფიას და მსოფლიო დონის ესთეტიკას.
ამ თანამშრომლობის შედეგად, Tonino Lamborghini-ის გლობალურად აღიარებული სტილი ინტეგრირებულია FK Development-ის პრემიუმ პროექტების არქიტექტურაში, ინტერიერის დიზაინში და საერთო კონცეფციაში. პარტნიორობა აძლიერებს კომპანიის პორტფელს ბრენდირებული რეზიდენციებითა და ჰოსპიტალობის სივრცეებით, რაც ქმნის ახალ სტანდარტს პრემიუმ უძრავი ქონების ბაზარზე საქართველოში.
FK Development-სა და Tonino Lamborghini-ს შორის ალიანსი ინვესტორებს სთავაზობს განსაკუთრებულ საინვესტიციო შესაძლებლობას — რომელიც აერთიანებს იტალიურ ელეგანტურობას, ინოვაციურ დიზაინს და უმაღლეს ხარისხს, რაც ამ პროექტებს გამოარჩევს შავი ზღვის რეგიონის უძრავი ქონების ბაზარზე.


