მასშტაბური ღონისძიება ბათუმში: Tonino Lamborghini-ის ბრენდის პრეზენტაცია

საერთაშორისო ღონისძიება, რომელმაც გააერთიანა პრემიუმ ბრენდი, არქიტექტურა და ახალი განვითარების ხედვა ბათუმში

მასშტაბური ღონისძიება ბათუმში: Tonino Lamborghini-ის ბრენდის პრეზენტაცია

ბრენდის სახელი და პროექტის ოფიციალური დეტალები 31 ოქტომბერს, ბათუმში გამართულ მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაზე წარადგინეს, რომელსაც თავად ტონინო ლამბორგინი ესწრებოდა. ღონისძიება მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა საქართველოს პრემიუმ უძრავი ქონებისა და დეველოპერული სექტორისთვის და გააერთიანა ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები, ინვესტორები, ბიზნესწრეების წარმომადგენლები და საპატიო სტუმრები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ბრენდის ოფიციალური ვიდეოპრეზენტაცია, რომელმაც სრულად წარმოაჩინა პროექტის კონცეფცია, არქიტექტურული ხედვა და საერთაშორისო მასშტაბის პარტნიორობა. სტუმრებს სიტყვით მიმართა ბატონმა ტონინო ლამბორგინიმ, რომელმაც ხაზი გაუსვა Tonino Lamborghini-ის ბრენდის ექსკლუზიურ შემოსვლას საქართველოს ბაზარზე, FK Development-თან სტრატეგიულ თანამშრომლობას და Batumi Island-ის მნიშვნელობას რეგიონული განვითარების კონტექსტში.

საღამო გამოირჩეოდა მაღალი დონის ორგანიზებითა და განსაკუთრებული კულტურული ატმოსფეროთი — ღონისძიება გაფორმებული იყო ქართული ტრადიციული მუსიკითა და ცეკვებით, რაც სიმბოლურად აერთიანებდა საქართველოს კულტურულ იდენტობასა და იტალიური პრემიუმ ბრენდის ღირებულებებს. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ბათუმი, როგორც საერთაშორისო დონის ინვესტიციური და პრემიუმ ცხოვრების სტილის ახალი ცენტრი შავი ზღვის რეგიონში.