Tonino Lamborghini & FK Development - ახალი თანამშრომლობა

ბოლონია, 3 ნოემბერი 2025 - ოფიციალურად გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობა Tonino Lamborghini-სა და FK Development-ს შორის.

Tonino Lamborghini & FK Development - ახალი თანამშრომლობა

ოფიციალურად გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობა ლეგენდარულ იტალიურ პრემიუმ ბრენდ Tonino Lamborghini-სა და ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ კომპანია FK Development-ს შორის.


ხელშეკრულების ხელმოწერა ვიზიტის ცენტრალურ მოვლენად იქცა და საქართველოს დეველოპერულ სექტორში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო თანამშრომლობას დაუდო საფუძველი.


FK Development-ის დელეგაცია რამდენიმე თვის წინ ბოლონიაში იმყოფებოდა, სადაც კომპანიის სათავო ოფისში შეხვდა Tonino Lamborghini-ის მენეჯმენტსა და ბრენდის დამფუძნებელს. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპის დასრულება, გრძელვადიანი ხედვების შეთანხმება და პარტნიორობის პირობების ოფიციალური დადასტურება. შეხვედრის შედეგად ხელი მოეწერა სტრატეგიულ ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს ორ კომპანიას შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩარჩოს და ეფუძნება ინოვაციას, პრემიუმ დიზაინსა და შესრულების უმაღლეს სტანდარტებს.

გაფორმებული შეთანხმება ასევე ადასტურებს Tonino Lamborghini-ის ბრენდის ექსკლუზიურ შემოსვლას კავკასიის ბაზარზე FK Development-ის მასშტაბური პროექტის - Batumi Island-ის ფარგლებში. ხელმოწერილი კონტრაქტის მიხედვით, კუნძულის მთავარი არქიტექტურული დომინანტი ოფიციალურად ატარებს სახელწოდებას Tonino Lamborghini Tower Batumi, რაც მას აქცევს Tonino Lamborghini-ის პირველ ბრენდირებულ კომპლექსად შავი ზღვის სანაპიროზე. ხელშეკრულებას ბოლონიაში ხელი მოაწერეს: ბატონი ფრიდონ ქათამაძე, ფქ დეველოპმენტი: „ჩვენი ბოლონიის ვიზიტის მიზანი იყო პარტნიორობის შექმნა, რომელიც საერთო ხედვასა და გრძელვადიან ღირებულებაზე იქნებოდა დაფუძნებული. ამ ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველოს პრემიუმ უძრავი ქონების განვითარებაში ახალი სტანდარტის დასაწყისია და ჩვენთვის უდიდესი სიამაყის საფუძველი.“ ბატონი ტონინო ლამბორგინი: „მე ყოველთვის მჯეროდა, რომ პრემიუმ კლასი და ნამდვილი ფუფუნება უნდა იყოს ავთენტური, დროზე ძლიერი და შესრულდეს პარტნიორებთან ერთად, რომლებიც იზიარებენ ხარისხისადმი იგივე დამოკიდებულებას. საქართველო და Batumi Island ჩვენი ბრენდის სამყაროსთვის ახალი, დინამიკური და პერსპექტიული ჰორიზონტია.“