FK Development-ის დახურული საერთაშორისო პარტნიორთა ღონისძიება ბათუმში
დახურული შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან პროექტისა და ბრენდის კონცეფციის წარდგენით
1 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო Hilton Batumi-ში, FK Development-მა გამართა დახურული ღონისძიება, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ საერთაშორისო პარტნიორებსა და მოწვეულ სტუმრებს აერთიანებდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა სტრატეგიული პარტნიორებისათვის პროექტის სიღრმისეულად გაცნობასა და თანამშრომლობის ხედვის გაზიარებას.
ღონისძიების ფარგლებში FK Development-ის გუნდმა და Tonino Lamborghini-ის ბრენდის წარმომადგენლებმა სტუმრებს დეტალურად წარუდგინეს პროექტის კონცეფცია, არქიტექტურული ხედვა, განვითარების ეტაპები და ბრენდის ინტეგრაციის პრინციპები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბრენდის ფილოსოფიას, პრემიუმ სტანდარტებსა და იმ ღირებულებებს, რომელზეც დაფუძნებულია Tonino Lamborghini-ის სახელით შექმნილი პროექტი.
დახურული ფორმატის ღონისძიებამ შექმნა პროფესიული და კომფორტული გარემო დიალოგისთვის, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ მიეღოთ ინფორმაცია პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობის, საინვესტიციო პოტენციალისა და საერთაშორისო მასშტაბის განვითარების გეგმების შესახებ.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა FK Development-ის მიდგომა პარტნიორებთან ურთიერთობისა და მაღალი დონის კომუნიკაციის კუთხით.
