ტონინო ლამბორგინის ვიზიტი ბათუმის კუნძულზე
პროექტის მასშტაბისა და არქიტექტურული ხედვის გაცნობა ადგილზე
ტონინო ლამბორგინიმ, ბრენდის წარმომადგენლებთან და გუნდთან ერთად, ბათუმის ხელოვნური კუნძული მოინახულა. ვიზიტის ფარგლებში მან დაათვალიერა ის ტერიტორია, სადაც მიმდინარეობს Tonino Lamborghini Tower Batumi-ის მშენებლობა და ადგილზე გაეცნო პროექტის მასშტაბს, არქიტექტურულ ხედვასა და განვითარების გეგმებს. სტუმრებს დეტალურად წარედგინათ კუნძულის კონცეფცია, ინფრასტრუქტურული გადაწყვეტები და პროექტის როლი ბათუმის, როგორც საერთაშორისო დონის პრემიუმ ლოკაციის, განვითარებაში. ვიზიტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი Tonino Lamborghini-ისა და FK Development-ის სტრატეგიულ პარტნიორობას და პროექტის მნიშვნელობას რეგიონული განვითარების კონტექსტში.
